skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა რუსეთში ახალი ელჩი დაასახელა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 ივნისს, თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი ვალერი ჩეჩელაშვილს რუსეთში საქართველოს ახალ ელჩად წარადგენდა.
 
ვალერი ჩეჩელაშვილს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მუდმივი საერთაშორისო სამდივნოს მესამე გენერალური მდივნის თანამდებობა უკავია.
 
ვალერი ჩეჩელაშვილმა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. 1989 წელს მან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა, 1994-1998 წლებში იგი უკრაინაში საქართველოს ელჩად მსახურობდა.
 
რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი კოტე კემულარია 25 ივნისს პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაამტკიცა.  

მსგავსი/Related

Back to top button