ახალი ამბები

სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს ეწვია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელი დირექტორი იერუნ კრემერსი საქართველოში ჩამოვიდა.


30 ივნისს მან უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ირაკლი მანაგაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან. დაგეგმილია ასევე კრემერსის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან.


“ჩვენ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია განვიხილეთ“, განაცხადა ირაკლი მანაგაძემ შეხვედრის შემდეგ.


ვიზიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტიც იქნება განხილული.    

Back to top button