ახალი ამბები

პარლამენტმა “აჭარის სტატუსის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა

დღეს საქართველოს პარლამენტმა 172 ხმით 18-ის წინააღმდეგ მეორე მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციური კანონპროექტი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის” შესახებ, რომელიც თბილისსა და ბათუმს შორის უფლებამოსილებებს მიჯნავს.


პირველი მოსმენით აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა 25 ივნისს განიხილა და მიიღო. მაშინ, ისევე როგორც დღეს, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციურმა ფრაქციამ “მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები, ახლები” და საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრის გაყალბებაში დაადანაშაულა. ფრაქციის მტკიცებით, კანონპროექტს იმ დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი, რომლებიც 25 ივნისს საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდნენ.


“აჭარის სტატუსის” შესახებ კანონპროექტს პარლამენტი საბოლოოდ 1 ივლისს უყრის კენჭს.

Back to top button