ახალი ამბები

ქართულ-ოსური მოლაპარაკებები გადაიდო

მოსკოვში დღეს დაგეგმილი ქართულ-ოსური მოლაპარაკებები გადაიდო, მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებს საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამი თანამშრომლის გათავისუფლება მოსთხოვა.


“შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა მაშინვე გაიმართება, როგორც კი ოსური მხარე გაათავისუფლებს გასულ კვირას დაკავებულ საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამ თანამშრომელს“, განუცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 30 ივნისს ჟურნალისტებს.


დღემდე შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა უკვე არაერთხელ გადაიდო. 

Back to top button