ახალი ამბები

ცხინვალი როკის გვირაბთან რუსეთ-საქართველოს საგუშაგოს გახსნაზე უარს აცხადებს

ქართული მედიის ცნობით, ოსურმა მხარემ უარი განაცხადა თბილისის შემოთავაზებაზე როკის გვირაბთან ერთობლივი რუსულ-ქართული საგუშაგოს გახსნის შესახებ.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ეს წინადადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ვალერი ლოშჩინინს 25 ივნისს თბილისში ვიზიტის დროს შესთავაზა.  


სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსულ მხარეს ჯერ არ გაუცია პასუხი ერთობლივი საგუშაგოს გახსნის თაობაზე, რომელიც კონტრაბანდასთან ბრძოლას ისახავს მიზნად. 

მსგავსი/Related

Back to top button