
ახალი ამბები
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში იმყოფება
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი რაულ ხაჯინბა ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები რუსეთის ფედერაციის მთავრობის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნება ეკონომიკური საკითხები.
ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო “რია-ნოვოსტის“ მოსკოვში აფხაზეთის წარმომადგენლობაში აცნობეს.