We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

თბილისში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის

თბილისში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით, დღეს, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატინი ჩამოდის. იგი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და თავის ქართველ კოლეგასთან სალომე ზურაბიშვილთან.
 
ვიზიტის დროს განხილული იქნება საქართველო-იტალიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სფეროში. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტი 1 ივლისს დასრულდება.

Back to top button