
ახალი ამბები
ლარსის სასაზღვრო-გამშვებ საგუშაგოზე ვიზები გამარტივებული წესით გაიცემა
საქართველო-რუსეთის საზღვრის ლარსის მონაკვეთზე დღეს ახალი გამშვები პუნქტი იხსნება, სადაც რუსეთიდან საქართველოში მომავალ მგზავრებზე ვიზები გაიცემა. ამ მიზნით დღეს ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე უშიშროების მინისტრის მოადგილე გიგი უგულავა გაემგზავრა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე რუსეთიდან მომავალი ყველა მგზავრი გამარტივებული პროცედურებით აიღებს საქართველოს ვიზას.
გამარტივებული წესით ვიზების გაცემა დღის წერიგში მას შემდეგ დადგა, რაც სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ საზღვრები 26 ივნისს ჩაკეტა, რის შედეგადაც რუსეთიდან მომავალი მგზავრები უკვე მესამე დღეა ვერ ახერხებენ როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოსვლას.