ახალი ამბები

ნატო სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენლობის გახსნას აპირებს

28 ივნისს სტამბოლში გამართული ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შეხვედრის შემდეგ მიღებულ ერთობლივ კომუნიკეში, ნატოს წევრი ქვეყნები თანხმდებიან განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს პარტნიორებს ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში, როგორიცაა კავკასია და ცენტრალური აზია.

კომუნიკეში ნათქვამია, რომ “ნატო, უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარების მიზნით აპირებს სპეციალური წარმომადგენლობების გახსნას ორივე ამ რეგიონში, რომელთაც ნატოს მიერ დანიშნული სპეციალური წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ.” 

საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ ნატოს სამიტამდე აცხადებდა, რომ ისინი მიესალმებიან საქართველოში, კერძოდ კი თბილისში ნატოს სპეციალური წარმომადგენლობის გახსნის იდეას.

Back to top button