We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

მოსკოვში ოთხმხრივ შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის საკითხზე იმსჯელებენ

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა დღეს მოსკოვში გაემგზავრა. იგი მონაწილეობას მიიღებს შერეული საკონტროლო კომისიის შეხვედრაში, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას განიხილავს.
 
გოგა ხაინდრავას განცხადებით, შეხვედრების დროს განხილული იქნება ასევე რუსეთ-საქართველოს შორის არსებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
 
2 ივლისს მოსკოვში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება. სააკაშვილი თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შეხვდება.  

Back to top button