
ახალი ამბები
რუსეთის სამ მოქალაქეს თბილისში წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს
ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 26 ივნისს რუსეთის სამ მოქალაქეს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ჩრდილოეთ ოსეთის მაცხოვრებლებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში ედებათ ბრალი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამხრეთ ოსეთის ჯავის რაიონში 24 ივნისს სამი პირი იქნა დაკავებული, რომელთაც შპიონაჟში ედებათ ბრალი.
ქართული მხარის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ეთნიკური ოსები არიან, ცხინვალის რეგიონში ჩრდილოეთ ოსეთიდან შევიდნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში მოსთხოვა საქართველოს ხელისუფლებას, გაარკვიოს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსეთის სამი მოქალაქის დაკავების ფაქტი.