ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი სტამბოლში ნატოს სამიტს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს თურქეთში მიემგზავრება. სტამბულში პრეზიდენტი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტს დაესწრება, სადაც 40-მდე ქვეყნის ლიდერი აპირებს ჩასვლას.
 
მიხეილ სააკაშვილი ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს რიჩარდ ლუგარს, კომიტეტის “’დემოკრატ”  წევრთა ლიდერს ჯოზეფ ბაიდენთს, სენატორ ჯონ მაკკეინს, კონგრესმენ ტომ ლანტოს და ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს იოშკა ფიშერს შეხვდება.
 
საქართველოს პრეზიდნეტი თბილიში 30 ივნისს დაბრუნდება.
  

Back to top button