
ახალი ამბები
ზაფხულის სეზონზე ერევანი-ბათუმის მიმართულებით სამგზავრო მატარებელი ივლის
ზაფხულის სეზონზე ერევანი-ბათუმის მიმართულებით სამგზავრო მატარებელი დაიწყებს მოძრაობას. ამის შესახებ ხელშეკრულება საქართველოს რკინიგზასა და სომხეთის რკინიგის ხელმძღვანელობას შორის გასულ კვირას დაიდო.
“ამ მიმართულებით მოძრაობა წლების განმავლობაში შეწყვეტილი იყო გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო, არსებობდა ასევე სხვა ხელისშემსლელი ფაქტორიც, თუმცა ამჟამად ყველა საკითხი მოგვარებულია“, განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან“ საუბრისას რკინიგზის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთოების სამსახურის ხელმძღვანელმა ირმა სტეფნაძემ.