
რუსეთი გმობს თავისი მოქალაქეების დაკავების ფაქტს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში მოსთხოვა საქართველოს ხელისუფლებას გაარკვიოს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსეთის სამი მოქალაქის დაკავების ფაქტი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამხრეთ ოსეთის ჯავის რაიონში სამი პირი იქნა დაკავებული, რომელთაც შპიონაჟში ედებათ ბრალი. ქართული მხარის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ეთნიკური ოსები არიან, ცხინვალის რეგიონში ჩრდილოეთ ოსეთიდან შევიდნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ეს არის მცდელობა “ანტი-რუსული ფაქტორის გაღვივების სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის გამწვავებაში“.
მოსკოვმა სინანული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ინციდენტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვალერი ლოშჩინინის საქართველოში ვიზიტს დაემთხვა, რომლის დროსაც ლოშჩინინმა საქართველოს ხელისუფლებასთან სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციას განიხილა.