ახალი ამბები

ვალერი ლოშჩინინი: სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი პოლიტიკური გზით უნდა მოგვარდეს

საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვალერი ლოშჩინინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის პირისპირ შეხვედრაზე საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვითარება განიხილეს.
 
“შეხვედრის მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა და ამ მხრივ არსებული პოზიტიური დინამიკა იყო. ასევე განვიხილეთ სამხრეთ ოსეთის საკითხი, რომლის პოლიტიკური გზით მოგვარება შერეული კომისიის ფარგლებში უნდა მოხდეს”, განუცხადა ვალერი ლოშჩინინმა დღეს ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.
 
“ჩვენ როკის გვირაბთან ერთობლივი პოსტის დაყენების საკითხი დავაყენეთ, რომელიც გააკონტროლებს კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობას. ამ საკითხზე რუსული მხარისგან საბოლოო პასუხი არ მიგვიღია, თუმცა უარიც არ განუცხადებიათ“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
მისი თქმით, ამ საკითხებზე მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში განახლდება.

ვალერი ლოშჩინინისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.  

მსგავსი/Related

Back to top button