ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2 ივლისს მოსკოვში მიემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა. 
 
ჯერ-ჯერობით გაურკვევლია კონკრეტულად, თუ რა საკითხებს განიხილავენ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები. მიხეილ სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტი ორ დღეს გასტანს. 
 
მოსკოვში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილი 28 ივნისს სტამბოლში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტსა და მის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციას “ატლანტიკური ალიანსი ახალ გზაჯვარედინზე“ დაესწრება.

მსგავსი/Related

Back to top button