ახალი ამბები

მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის სამი კრედიტი დაამტკიცა

მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის სამი ახალი კრედიტი დაამტკიცა: 24 მილიონი აშშ დოლარი რეფორმების განხორციელებას მოხმარდება; 3.6 მილიონი აშშ დოლარი – ენერგოსექტორის განვითარებას, ხოლო 20 მილიონი დოლარი საგზაო პროექტების განხორციელებას.


მსოფლიო ბანკის მიერ 24 ივნისს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ კრედიტები მოხმარდება ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, კორუფციასთან ბრძოლისა და უკეთესი მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბების გზით.


მსოფლიო ბანკის კრედიტები ასევე მიმართული იქნება სიღარიბის დაძლევისკენ, განსაკუთრებით სოფლად, სადაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის, როგორიცაა გზების, ტელეკომუნიკაციების და ელექტროენერგეტიკული პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ დგას. 

მსგავსი/Related

Back to top button