ახალი ამბები

რუსეთმა და საქართველომ სამხედრო ბაზების საკითხი განიხილეს

საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხის შესახებ ქართულ-რუსული მოლაპარაკებები მოსკოვში 23-24 ივნისს გაიმართა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართულმა და რუსულმა მხარეებმა სხვადასხვა საკითხების შესახებ შეხედულებები გაცვალეს. მოლაპარაკებებზე განხილული იქნა სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მათი ნორმალური ფუნქციონირების საკითხები.


მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ურთიერთქმედების ეფექტურობის გაზრდის საჭიროება.


ცოტა ხნის წინ საქართველომ რუსეთს ერთობლივი ანტი-ტერორისტული ცენტრის შექმნა შესთავაზა სამხედრო ბაზების გაყვანის სანაცვლოდ.  


საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ  მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თბილისში ივლისის ბოლოს გაიმართება.

მსგავსი/Related

Back to top button