ახალი ამბები

ედუარდ კოკოითი: არავის მივცემთ უფლებას ულტიმატუმების ენით გველაპარაკოს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს და ქართულ მხარეს მოუწოდებს შეწყვიტონ ულტიმატუმების ენით საუბარი.
 
“სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება საკითხის მშვიდობიანი მოლაპარაკების  გზით მოგვარების მომხრეა. ძალის დემონსტრირებისა და ულტიმატუმებით ლაპარაკი საჭირო არ არის, რასაც ადგილი ჰქონდა ქართული მხარის მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან 48 საათიანი ვადის მიცემასთან დაკავშირებით. ორივე მხარემ ანგარიში უნდა გავუწიოთ ადგილობრივ მოსახლეობას, რადგანაც შესაძლოა სიტუაცია ადვილად გამოვიდეს კონტროლიდან“, განაცხადა დღეს ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ედუარდ კოკოითმა.


შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სამხერთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს იმ პირთა ვინაობის დადგენა მოსთხოვა, რომლებიც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნებს ატარებდნენ, რის შედეგადაც  22 ივნისს სოფელ არგვეთის მცხოვრები 70 წლის თამარ ღამბაშიძე დაიჭრა.
 
22 ივნისს დამნაშავეების დასაკავებლად ირაკლი ოქრუაშვილმა ოსურ მხარეს 48 საათის ვადა მისცა, წინააღმდეგ  შემთხვევაში სპეცოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა.  

მსგავსი/Related

Back to top button