ახალი ამბები

სამართალდამცავებმა ოსი ეროვნების სამი პირი დააკავეს

სამართალდამცავმა ორგანოებმა ჯავის რაიონში ოსი ეროვნების სამი პირი დააკავეს. შინააგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გია გეწაძის განცხადებით, ეს პიროვნებები სავარაუდოდ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიიდან გადმოვიდნენ და საქართველოს ტერიტორიას ზვერავდნენ.
 
“მათ აღმოაჩნდათ რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი და თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერება“, განაცხადა გია გეწაძემ.
 
მისი თქმით, სამივე პიროვნებას ბრალი საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის წაეყენებათ.

მსგავსი/Related

Back to top button