ახალი ამბები

რუსეთის დელეგაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთში იმყოფება

რუსეთის ფედერაციის ხუთ კაციანი დელეგაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი ხელმძღვანელობს დღეს ცხინვალის რეგიონში ჩავიდა. დელეგაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან.
 
კონფლიქტის ზონაში იმყოფება ასევე სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხში გოგა ხაინდრავა. მისი განცხადებით, რუსეთის დელეგაცია ცხინვალში გამართული შეხვედრების შემდეგ თბილისში გაემგზავრება და  პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას შეხვდება.
 

მსგავსი/Related

Back to top button