ახალი ამბები

ლევან მამალაძის ბიძამ თავი მოიკლა

თბილისში ატენის ქუჩაზე, დღეს დაახლოებით 13 საათისთვის საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე ავტოსადგომში ოჯახის წევრებმა ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის ბიძა დავით პაიჭაძე მოკლული იპოვეს. ადგილზე მისული სამართალდამცავების მტკიცებით დავით პაიჭაძემ თავი მოიკლა.
 
გავრცელებული ინფორმაციით, დავით პაიჭაძის თვითმკვლელობა ბოლო პერიოდში ლევან მამალაძის ნათესავებზე ზეწოლით და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ საქმის დაწყებით არის პროვოცირებული.
 
ლევან მამალაძის ქონების ჩამორთმევის შესახებ განცხადებით გენერალურმა პროკურატურამ დღეს მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.

მსგავსი/Related

Back to top button