ახალი ამბები

რუსეთში საქართველოს ელჩი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდება

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რუსეთის ფედერაციაში კოტე კემულარიას დღეს საქართველოს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა. ელჩობიდან გამოწვევის შემდეგ კოტე კემულარია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა  სპეციალური წარდგინებით უკვე მიმართა პარლამენტს.


დღესვე პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა უზენაეს სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ლადო ჭანტურიას, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 11 ივნისს გააკეთა.


პლენარულ სხდომაზე განხილვამდე კოტე კემულარია ფრაქციებთან გამართავს შეხვედრებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაამტკიცებს მას პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით 10 წლის ვადით ირჩევა.

მსგავსი/Related

Back to top button