ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩების ახალი კანდიდატურები წარადგინა

საგარეო საქმეთა  მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 23 ივნისს დიპლომატიური კორპუსის ის ახალი შემადგენლობა წარადგინა, რომელიც პრეზიდენტთან უკვე შეთანხმებულია. უახლოეს მომავალში პარლამენტი ელჩობის შემდეგ კანდიდატებს დაამტკიცებს:

თურქეთის რესპუბლიკა – გეგა მგალობლიშვილი;
ირანი – ლევან ასათიანი;
ლიტვა,ლატვია, ესტონეთი – დავით აფციაური;
საფრანგეთი, მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში – ნათია ჯაფარიძე;
რუმინეთი, მოლდავა – ზურაბ ბერიძე;
უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი – დავით ზალკალიანი;
თურქმენეთი, ავღანეთი – იოსებ ჩახვაშვილი;
ყაზახეთი – ზურაბ შურღაია;
ვატიკანი – ქეთევან ბაგრატიონი.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ელჩების დანარჩენი ვაკანტური თანამდებობები მეორე ეტაპზე, ივლისის თვეში დასახელდებიან. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კანდიდატურების შერჩევა.

მსგავსი/Related

Back to top button