ახალი ამბები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თბილისში ჩამოდის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ლოშჩინინი 24 ივნისს თბილისში ჩამოდის, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საკითხები განიხილოს.


ვალერი ლოშჩინინი ასევე არის რუსეთის პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში, თუმცა, მოლაპარაკებების მთავარი თემა სავარაუდოდ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებული სიტუაცია იქნება.


23 ივნისს ვალერი ლოშჩინინი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდრე ძასოხოვს შეხვდა და მასთან სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის საკითხები განიხილა.

მსგავსი/Related

Back to top button