ახალი ამბები

ეუთო საქართველოს პოლიციის რეფორმას დაეხმარება

ეუთო საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში რეფორმების გატარებას ხელს შეუწყობს. ეუთოს მისიის ხელმძღვანელის როი რივის განცხადებით, მომავალ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს.
 
“ეს არის გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც 3-4 წლის მანძილზე განხორციელდება. ჩვენ სამუშაოებს მინისტრთან შეთანხმების შემდეგ განვახორციელებთ. ამ მიზნით ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში ჩამოვლენ ექსპერტები, რომლებიც ქართულ მხარესთან მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებენ”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ როი რივმა.
 
მისი თქმით, რეფორმების განხორციელების პირველი ეტაპისათვის 200 ათასი ევროა საჭირო, ამ თანხის ოდენობა შემდგომში კიდევ უფრო გაიზრდება.


 

მსგავსი/Related

Back to top button