ახალი ამბები

ეუთო აჭარის არჩევნებით კმაყოფილია

საქართველოში ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელი როი რივი აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებით კმაყოფილია.
 
“აჭარაში არჩევნებმა კარგად ჩაიარა, მაგრამ პრობლემები ბევრია. აჭარაში ცალკეულ უბნებზე ხდებოდა არასასურვლი ჩარევები. კარგი იქნება, თუ მომავალში საარჩევნო სტრუქტურა დამოუკიდებელი გახდება, ასევე დასახვეწია ამომრჩეველთა სიებიც“ , განაცხადა დღეს პრესკონფერენციაზე  როი რივმა.
 
მისი თქმით, მომავალში ეუთო მზად არის დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს საარჩევნო სისტემის კიდევ უფრო დახვეწაში.
 
21 ივნისს აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნების მიმდინარეობა ასევე დადებითად შეაფასა ევროპის საბჭოს დამკვირვებელთა 8 კაციანმა მისიამ, რომელიც არჩევნების დღეს აჭარაში იმყოფებოდა.  “არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა რიგ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს“ , განაცხადა არჩევნების მეორე დღეს დამვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორგმა.

მსგავსი/Related

Back to top button