ახალი ამბები

პროკურატურამ დაუსაბუთებელი ქონების შესახებ პირველი სარჩელი შეიტანა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 23 ივნისს სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმ მაღალი რანგის ყოფილ ოფიციალურ პირთა წინააღმდეგ, რომელთაც პროკურატურის აზრით, დაუსაბუთებელი ქონება გააჩნიათ.


ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გენერალური პროკურატურა მიმართავს კანონს დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა თებერვალში მიიღო. კანონი ითვალისწინებს ოფიციალურ პირთა ან ყოფილ მაღალი რანგის თანამდებობის პირთა დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას.


ამჟამად, გენერალური პროკურატურის სარჩელი შეეხო ლევან მამალაძეს, ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ იძებნება და რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთში იმალება; ასევე ლევან კენჭაძეს, უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილ უფროსს და გოგი კუპრეიშვილს, აჭარის უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილეს და აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის ახლო მეკავშირეს. 


 

მსგავსი/Related

Back to top button