ახალი ამბები

რუსეთი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებს საქართველოს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა იგორ ივანოვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან არსებულ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების გზას აირჩევს.


“ნებისმიერი მცდელობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ძალისმიერი მოგვარებისა სავალალო შედეგებს მოუტანს, პირველ რიგში, საქართველოს“, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა იგორ ივანოვმა 21 ივნისს ჟურნალ “იტოგი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.


“ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ თბილისს ეს კარგად აქვს გააზრებული“, დასძინა იგორ ივანოვმა, მხედველობაში ჰქონდა რა პრეზიდენტ სააკაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან ბოლო დროს გამართული მოლაპარაკებების შედეგები.


მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მშვიდობიანი მოლაპარაკებების, ნდობის გაძლიერებისა და გულწრფელი დიალოგის დაწყების საჭიროებას მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით.


ამავე დროს, უშიშროების საბჭოს მდივანმა გამოხატა რუსეთის პოზიცია “საქართველოსთან კეთილმეზობლური და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებასთან” დაკავშირებით.

მსგავსი/Related

Back to top button