ახალი ამბები

მმართველი პარტია “რესპუბლიკელებს“ აკრიტიკებს

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას, აჭარის არჩევნებში დამოუკიდებლად მიეღო მონაწილეობა, შეცდომა უწოდა.


რესპუბლიკური პარტიამ, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობა-დემოკრატებთან“ კოალიციას ქმნის საქართველოს პარლამენტში, აჭარის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს 20 ივნისის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა და პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი პარტიის “გამარჯვებული აჭარას“ მთავარ კონკურენტად იქცა.


“ვფიქრობ ამ საკითხს მმართველი პარტია განიხილავს. ჩვენ მოვუსმენთ “რესპუბლიკელების“ განმარტებებს, თუ რატომ მიიღეს ამგვარი გადაწყვეტილება“, განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 21 ივნისს.


“ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობებს რესპუბლიკურ პარტიასთან. არანორმალური სიტუაციაა, როცა “რესპუბლიკელები“ ჩვენი მოკავშირეები არიან პარლამენტში და ოპოზიციად გვევლინებიან აჭარაში. ეს მდგომარეობა უნდა გაირკვეს“, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ნოდარ გრიგალაშვილმა 21 ივნისს.


რესპუბლიკური პარტია, რომელმაც ხელისუფლება აჭარის არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, თავად აპირებს მმართველი პარტიიდან გამოსვლის საკითხის განხილვას. ამჟამად, რესპუბლიკურ პარტიას ექვსი დეპუტატი ჰყავს საქართველოს პარლამენტში. ისინი საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პარტიის სიით მოხვდნენ.


წინასწარი შედეგებით აჭარის არჩევნებში “გამარჯვებულმა აჭარამ“ ხმების 75% მოიპოვა, ხოლო რესპუბლიკურმა პარტიამ მხოლოდ 9% მიიღო.


“გამარჯვებულმა აჭარამ“ ასევე მოიპოვა მანდატები თორმეტივე მაჟორიტარულ ოლქში.


შედეგად, “გამარჯვებული აჭარა“ აჭარის 30-კაციან უმაღლეს საბჭოში სავარაუდოდ 28 ადგილს მოიპოვებს, ხოლო დარჩენილ 2 ადგილს კი რესპუბლიკური პარტიის წევრები დაიკავებენ. 

მსგავსი/Related

Back to top button