ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის მინისტრმა გალის რაიონში სასუქი ჩაიტანა

სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ინიციატივით გალის რაიონის 14 სოფელში ჰუმანიტარული სასუქის დარიგება დაიწყო. გალის რაიონში სულ ჩატანილ იქნა საწარმო “აზოტში“ დამზადებული 90 ტონა სასუქი.


“სასუქის დარიგება შეთანხმებულია გალის ადმინიტრაციასთან. სასუქს მიიღებს 14 სოფლის მაცხოვრებელი. ეს არ იქნება ერთდჯერადი დახმარება, არამედ მას სისტემატიური ხასიათი ექნება“, განაცხადა სოფლის მეურნეობისა და სურსათის  მინისტრმა დავით შერვაშიძემ.


სამინისტროს ინიციატივით სასუქის დარიგება მიმდინარეობს ცხინვალის ერგიონის სოფლებშიც.

მსგავსი/Related

Back to top button