We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ეუთო ქართულ და ოსურ მხარეებს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა 23 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სიტუაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში კვლავ დაძაბულია.


მან ქართულ და ოსურ მხარეებს შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა.


მოლაპარაკებები 21-22 ივნისს მოსკოვში იყო დაგეგმილი, თუმცა ოსური მხარის უარის გამო გადაიდო. თავდაპირველად, მოლაპარაკებები თბილისში 15-16 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა ასევე გადაიდო, რადგანაც ოსურმა მხარემ უარი განაცხადა თბილისში ჩამოსულიყო უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე.   

Back to top button