We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

უსკ წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

21 ივნისის დღის 14 საათისთვის აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია (უსკ) წინასწარ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც პროპორციულ არჩევნებში 7%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა სუბიექტმა გადალახა.


“სააკაშვილი-გამარჯვებული აჭარა”, რომელმაც  75% -იანი მხარდაჭრა მიიღო, დიდი უპირატესობით უსწრებს “ბერძენიშვილი-რესპუბლიკელებს”, რომელთაც 9%-იანი მაჩვენებელი მიიღეს.


“ამ დროისათვის დათვლილია 301-ვე უბნის მონაცემი, თუმცა არჩევნების საბოლოო შედეგი ოქმების დამუშვების შემდეგ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი”, განცხადა უსკ-ს თავმჯდომარემ ირაკლი ფაღავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.


12-ვე საარჩევნო ოლქში “სააკაშვილი – გამარჯვებული აჭარა”-ს მაჟორიტარი კანდიდატები ლიდერობენ.


ირაკლი ფაღავას განცხადებით, რამდენიმე უბანზე ჰქონდა დარღვევებს ადგილი, თუმცა “უსკ ვერ ხედავს ამ უბნებში შედეგების გაუქმების საფუძველს”.

Back to top button