ახალი ამბები

აჭარის საარჩევნო კომისია წინასწარი შედეგების გამოცხადებას აჭინაურებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია 20 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას აჭინაურებს; თუმცა კომისიის წევრთა განცხადებით, სააკაშვილის პარტიამ “სააკაშვილი – გამარჯვებული აჭარა” არჩევნებში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.


აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა განცხადებით, წინასწარი შედეგები “დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი“. თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ნონიკაშვილმა 20 ივნისს განაცხადა, რომ არჩევნების წინასწარი შედეგები 21 ივნისს, შუადღისთვის გახდებოდა ცნობილი.


აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა განცხადებით, “რესპუბლიკურმა პარტიამ“ ასევე გადალახა აჭარის უზენაეს საბჭოში შესვლისათვის საჭირო 7%-იანი ბარიერი.


„რესპუბლიკურმა პარტიამ“ უკვე დაადანაშაულა ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში.


მეტოქეობა „რესპუბლიკელებსა“ და „სააკაშვილი – გამარჯვებული აჭარას“ წარმომადგენელთა შორის ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში. აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრმა დავით ღლონტმა 21 ივნისს აღნიშნა, რომ პოლიციამ ვერ შეძლო წესრიგის უზრუნველყოფა ამ საარჩევნო უბანზე.


ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებმაც 20 ივნისის არჩევნებზე მონიტორინგი განახორციელეს, წინასწარ შეფასებას სავარაუდოდ 21 ივნისს გამოაქვეყნებენ.  


 

მსგავსი/Related

Back to top button