ახალი ამბები

პარლამენტი “სიტყვის თავისუფლების შესახებ” კანონზე მსჯელობს

დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით 104 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი “სიტყვის თავისუფლების შესახებ”, რომლის განხილვა ჯერ კიდევ 1995 წლის მოწვევის პარლამენტში დაიწყო. თუმცა 1999 წელს კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ მის შინაარსში ბევრი ცვლილება შევიდა და გაცილებით უფრო დახვეწლი ფორმა მიეცა.


კანონპროექტი, რომლის ერთ-ერთი ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტი”, იცავს სიტყვის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლებას.  მასში გათვალისიწნებულია ყველა ის რეგულირების მექანიზმები, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლების დაცვას. თუმცა აქვე მითითებულია ის ჩამონათვალიც, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს წარმოადგენს. ასეთებია: ცილისწამება, მუქარა, დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზება და ა.შ.


კანონპროექტით ასევე რეგულირდება მასმედიის საშულებებთან სასამართლო დავის წესები. ამ შემთხვევაში მტკიცების თვირთი მოსარჩელე მხარეზე გადადის, ხოლო ჟურნალისტის პოზიციებს სასამართლოზე უშუალოდ მედიის მესაკუთრე იცავს. ასევე სიახლეს წარმოადგენს ცილისწამების დამტკიცების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების დაწესება, რაც განსხვავებულია დღემდე მოქმედი ნორმისგან, როდესაც ცილისწამება თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა. უტყუარი მტკიცებულებების არ ქონის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება სიტყვის თავისუფლების სასარგებლოდ გამოაქვს.


“ეს არის კლასიკური პრესის კანონი, ჩვენ როგორც ხელისუფლება ამ კანონით ვიცავთ ჩვენ ყველაზე მწვავედ გამკრიტიკებლებს”, განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.


ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თვამჯდომარე ელენე თევდორაძე წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს კანონპროექტს, თუმცა აქვე დასძენს, რომ იგი “დაწერილია რთული ენით, რაც ორმაგი ინტერპრეტაციის საფრთხეს ქმნის”.


“სიტყვის თავისუფლების შესახებ” კანონპროექტს, რომელსაც ანალოგი არ აქვს პოსტ საბჭოთა სივრცეში, მაღალი შეფასება მისცეს ევროპის საბჭოს ექსპერტებმაც. ამ კანონის ამოქმედებით ძალადაკარგულად ჩაითვლება “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშულებების შესახებ” მოქმედი კანონი, რომელიც 1991 წელს იქნა მიღებული.

მსგავსი/Related

Back to top button