ახალი ამბები

სამართალდამცავებმა აჭარის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს

სამართალდამცავებმა დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რკინიგზის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნუგზარ ვარშანიძე დააკავეს. მას ბრალად ედება დაახლოებით 230 ათასი დოლარის მითვისება და თანამდებობის ბოროტად გამოყენება.
 
13 ივნისს აჭარაში ასევე დაკავებული იყვენენ საბაჟო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თენგიზ ბლადაძე და საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ედნარ შამილიშვილი. ამ უკანასკნელს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდა. ორივეს ბრალად თანამდებობების ბოროტად გამოყენება ედება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button