skip to content
ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან განცხადება დღეს უზენაეს სასამართლოში სასამართლო რეფორმების ხუთი წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გააკეთა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. 
 
“ვთვლი, რომ მე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები ამ თანამდებობაზე, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული”, განაცხადა ლადო ჭანტურიამ.
 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლადო ჭანტურიას გადაწყვეტილება დააკმაყოფილა და მას მადლობა გადაუხადა სასამართლო სისტემაში შეტანილი წვლილისათვის.
 
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოღვაწეობას ლადო ჭანტურია იურიდიულ საკითხებში მის მრჩევლად გააგრძელებს.
 
ლადო ჭანტურიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ერთი დღით ადრე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა და განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ლადო ჭანტურიამ   პირადად მიიღო. მან ასევე არ გამორიცხა მომავალში ხელისუფლებაში მისთვის სხვა თანამდებობის შეთავაზება.
 
უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობაზე რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ელჩის კოტე კემულარიას კანდიდატურა მოისაზრება.

მსგავსი/Related

Back to top button