ახალი ამბები

დაზვერვის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ჩხეიძე თანამდებოიბიდან გადადგა. ახალი თავმჯდომარე ბაჩო ქუთელია დღეს უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ წარადგინა.
 
ვალერი ჩხეიძე შესაძლოა ჟანდარმერიის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნოს.
 
ვალერი ჩხეიძე, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, დაზვერვის დეპარტამენტის უფროსად იანვარში დაინიშნა.


 

მსგავსი/Related

Back to top button