ახალი ამბები

დიდი რვიანის ქვეყნები საქართველოს კორუფციასთან ბრძოლაში დაეხმარებიან

“დიდი რვიანის” ლიდერებმა 10 ივნისს საქართველოსთან კორუფციასთან ბრძოლისა და გამჭირვალობის ზრდის საქმეში თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვეს.


თეთრი სახლის პრეს-სამსახურის ცნობით, საქართველო და “დიდი რვიანი” იზიარებენ იმ შეხედულებას, რომ კორუფცია დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ეკონომიკურ განვითარებასა და ვაჭრობისა და ინვესტიციების საერთაშორისო სისტემიასთან ინტეგრაციას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.


საქართველოს ახალი ხელისუფლება აცნობიერებს, რომ წარმატება რეფორმების შემუშავებისა და განხორციელების შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. 


“გაუმჯობესებული მმართველობა და კანონიერება მოითხოვს კორუფციის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია გამჭირვალობის, ანგარიშგებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა“, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.


საქართველოს მთავრობისა და დიდი რვიანის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში შეხვედრას გეგმავენ, რათა მიღწეული შეთანხმების შემდგომ რეალიზებას შეუწყონ ხელი.  

მსგავსი/Related

Back to top button