ახალი ამბები

გენერალურ პროკურატურას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დღეს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად, 140 ხმით მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილის კანდიდატურას.
 
ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც მანამდე  უშიშროების მინისტრი იყო, ამ თანამდებობაზე ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეცვალა. მინისტრთა კაბინეტის სისტემის ფორმირებამდე ადეიშვილს იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა.
 
დღესვე პარლამენტმა 150 მომხრით 6-ის წინააღმდეგ მინისტრთა კაბინეტის მთლიანი შემადგენლობა დაამტკიცა.

მსგავსი/Related

Back to top button