ახალი ამბები

გრძელდება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით 8-13 ივნისს დიდ ბრიტანეთში იმყოფება, შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბილ რამელთან, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წარმომადგენლებთან.

შეხვედრებისას საუბრის ძირითადი თემა იყო პოსტრევოლუციურ საქართველოში მიმდინარე პროცესები, კორუფციასთან ბრძოლა, აჭარის თემა და იქ დაგეგმილი არჩევნები, ასევე ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის კონფლიქტების გადაწყვეტა, რუსეთთან ურთიერთობები და საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება.

ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს შეასრულებს.


პარლამენტის თავმჯდომარე ასევე შეეხო მომავალ კვირას ბრიუსელში დაგეგმილ დონორი ქვეყნების კონფერენციას და მადლობა გადაუხადა დიდ ბრიტანეთს საქართველოს მხარდაჭერისთვის.


ნინო ბურჯანაძის ხუთდღიანი ვიზიტი 13 ივნისს დასრულდება, მანამდე კი მას მნიშნვნელოვანი შეხვედრები აქვს დაგეგმილი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელებთან.

მსგავსი/Related

Back to top button