ახალი ამბები

პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 10 ივნისს 150 ხმით 6-ის წინააღმდეგ  მთავრობის 20-კაციანი შემადგენლობა დაამტკიცა.


ოპოზიციურმა ფრაქცია „ახალი მემარჯვენეები-მრეწველებმა“ და ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილმა მხარდამჭერებმა კობა დავითაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა  გადახალისებული მთავრობის წინააღმდეგ მისცეს ხმა.


პარლამენტი მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების საკითხს მომავალ კვირას განიხილავს. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება.

მსგავსი/Related

Back to top button