ახალი ამბები

პოლიციამ ნავთობსადენის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბია

სპეცდანიშნულების რაზმმა 9 ივნისს სოფელ კრწანისის 60-მდე მოსახლის მიერ მოწყობილი საპროტესტო აქცია დაარბია. მოსახლეობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის კრწანისის გავლით მშენებლობას აპროტესტებდა. საპროტესტო აქციის სამი მონაწილე პოლიციამ დააკავა.


კრწანისის მოსახლეობა კომპენსაციებს ითხოვს იმ მიწებისთვის, რომელზედაც ნავთობსადენი გადის.


თუმცა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის კომპანიამ (BTC Co.), რომელიც პროექტს ახორციელებს, ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა, რომ იგი არ გადაიხდის კომპენსაციას საერთო სარგებლობის მიწებისთვის, ვინაიდან მიწები იჯარით აქვთ აღებული და მათ საკუთრებას არ წარმოადგენს.


სოფლის მოსახლეობის თქმით, ისინი შიშობენ, რომ ნავთობსადები გარემოზეც იმოქმედებს უარყოფითად. კომპანია BP, რომელიც ნავთობსადენის მშენებლობას აწარმოებს, აცხადებს, რომ გარემოზე ზემოქმედების პრობლემებს ადექვატური შეფასება მიეცა.


BTC Co. თერთმეტ კომპანიას აერთიანებს. BP, რომელიც კომპანიის აქციების 38.2% ფლობს, უმსხვილესი აქციონერია.


აქციონერებს შორის ასევე არიან: Amerada Hess (აშშ); ConocoPhillips (აშშ); ENI (იტალია); INPEX (იაპონია); ITOCHU (იაპონია); SOCAR (აზერბაიჯანი); Statoil (ნორვეგია); TOTAL (საფრანგეთი), TPAO (თურქეთი) და UNOCAL (აშშ). 


 

მსგავსი/Related

Back to top button