ახალი ამბები

ავღანეთში ქართველი ექიმები გაემგზავრებიან

ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, რომელიც ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აცხადებს, რომ ნატო ავღანეთში ქართველ მედიკოსთა ჯგუფის გაგზავნას ითხოვს.
 
“ნატო-ს ეგიდით ავღანეთში მედიკოსთა ჯგუფის გაგზავნისთვის ჩვენ მზად ვართ. მომზადებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმთა ჯგუფი, რომლებიც თავად გამოთქვამენ სურვილს ავღანეთში წასვლაზე“ , განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
 
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებისთვის ყველაფერი მზად არის, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში 7 ივნისიდან იმყოფებოდა, სადაც ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის  სამოქმედო გეგმა იხილებოდა. 

Back to top button