ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: სამხედრო ბაზები საქართველო-რუსეთს შორის დავის საგანი არ უნდა გახდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხს კვლავ აყენებს და აცხადებს, რომ ეს თემა საქართველოსა და რუსეთთს შორის მუდმივი გამწვავებისა და პოლემიკის საგანი არ უნდა იყოს.
 
“ჩვენ პრინციპულად ვაყენებთ საკითხს, რომ უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიიდან ბაზების გაყვანა. თავად რუსებიც უნდა მიხვდნენ, რომ ბაზების ყოფნას სტრატეგიული მიზანი აღარ აქვს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.  
 
31 მაისს სალომე ზურაბიშვილმა რუსეთს ბაზების გაყვანის სანაცვლოდ, საქართველოში ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა შესთავაზა.

მინისტრის ინფორმაციით, სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკების მიზნით შესაძლოა რუსულ მხარესთან თბილისში 10-11 ივნისს შეხვედრები გაიმართოს. ამ წინადადებით საგარეო უწყებამ უკვე მიმართა რუს კოლეგებს.

მსგავსი/Related

Back to top button