ახალი ამბები

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სახელზე განცხადება მან 8 ივნისს დაწერა.
 
ვახტანგ აბაშიძე თანამდებობის დატოვების მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებს. მან თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება უკვე მეორედ დაწერა. პირველად მან ამ თხოვნით 2003 წლის ოქტომბერში მიმართა პრეზიდენტს, რის მიზეზადაც ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა დაასახელა, თუმცა მაშინ ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მისი განცხადება არ დააკმაყოფილა.
 
ვახტანგ აბაშიძის პოსტს სავარაუდოდ  ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქიტოშვილი დაიკავებს, რომელსაც ცსკ-ო უფლებამოსილებას დღეს შეუწყვეტს.

 



 

მსგავსი/Related

Back to top button