ახალი ამბები

თბილისში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნობის კანდიდატი ჩამოვიდა

საქართველოში 9 ივნისს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნობის კანდიდატი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარე ტერი დევისი ჩამოვიდა.
 
იგი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლებასთან. ვიზიტის დროს ტერი დევისი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდება.
 
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის არჩევნები სტრასბურგში 21-26 ივნისს გაიმართება. ტერი დევისი ევროპის საბჭოს მოქმედი გენერალურ მდივანს ვალტერ შვიმერს გაუწევს კონკურენციას არჩევნებზე.


 

მსგავსი/Related

Back to top button