ახალი ამბები

მმართველი პარტია აჭარაში გასვლით სხდომას მართავს

მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 11-13 ივნისს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გასვლით სხდომას ატარებენ.


სხდომა, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილიც ესწრება, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები რეგიონში 20 ივნისს არის დაგეგმილი.  


საპარლამენტო უმრავლების წევრებისადმი მიმართვისას მიხეილ სააკაშვილმა 11 ივნისს განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებს “აჭარისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“.


12 ივნისს პრეზიდენტი სააკაშვილი თავისი პარტიის მხარდასაჭერად აჭარაში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს.


პრეზიდენტმა მოუწოდა ადგილობრივ მოსახლეობას მხარი დაუჭირონ მის მხარდამჭერებს არჩევნებში. “თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ლევან ვარშალომიძე [აჭარის დროებითი საბჭოს ხელმძღვანელი] აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გახდება“, განაცხადა სააკაშვილმა. “იგი ძალიან პატიოსანი ადამიანია“, დასძინა მან.


პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აჭარა თავის ავტონომიურ სტატუს შეინარჩუნებს. “აჭარის ავტონომია არანაირ საფრთხეს არ უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, განაცხადა მან.


“თუმცა, ამავე დროს სეპარატიზმის ნებისმიერი გამოვლენა მკაცრად დაისჯება“, აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. 


 

Back to top button