ახალი ამბები

სუუამის სამიტი გაურკვეველი დროით გადაიდო

14-15 ივნისს ბათუმში დაგეგილი სუუამ-ის ქვეყნების (საქართველო, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა) ბათუმში დაგეგმილი სამიტი გაურკვევლი ვადით გადაიდო. ამის შესახებ „სივილ ჯორჯიას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

სამიტის გადადების ერთ-ერთ მიზეზად სუუამ-ის ქვეყნების პრეზიდენტების სამუშაო განრიგი დასახელდა. „14-15 ივნისს ვერ ხერხდება პრეზიდენტების ჩამოსვლა მათი სამუშაო განრიგის გამო“, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნატო ჩიქოვანმა.

ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტული თარიღი, თუ როდის გაიმართება სუუამის სამიტი.

მსგავსი/Related

Back to top button