ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრი ცხინვალის რეგიონში ჩავიდა

ცხინვალის რეგიონში დღეს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი ჩავიდა. მას საზღვართან სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ჯემალ ჯიგაევი დახვდა.
 
“ჩვენ რეგიონში ჰუმანიტარული მისიით ჩამოვედით. ჩამოტანილი გვაქვს სხვადასხვა მედიკამენტები, რომლებსაც მოსახლეობაში გავცემთ,  დღესვე 700-800-მდე ავადმყოფს გავუწევთ სამედიცინო დახმარებას“, განაცხადა ლადო ჭიპაშვილმა.
 
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ბოლო პერიოდში ცხინვალის რეგიონში სამედიციო პერსონალის ჩასვლამ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გაწევამ სისტემატური ხასიათი მიიღო.
 
დღესვე რეგიონში ჩასვლას სათბობ-ენეგრტიკის მინისტრი ნიკა გილაურიც გეგმავს. იგი რეგიონის ენერგომომარაგების საკითხებს განიხილავს.

მსგავსი/Related

Back to top button